მოგესალმებით-გადავუღე რენტგენი ბავშვს 15წლისაა-ბიჭია და აქვს ასეთი პასუხი-ხერხემალი პირდაპირ პროექციაში-ოსტეოქონდროზი ჩამკეტავი ფირფიტების C5-Tr-S, მალთაშუა ნაპრალები თანაბარად შევიწროვებული.სუსტად გამოხატულია მარჯვენა მხრივი სქოლიოზი Tr12-S1, დონეზე სპინა ბიფიდა L-5 ! კისრის მალების-გვერდით პროექციაში ასეთი პასუხი აქვს-გასწორებული ფიზიოლოგიური ლორდოზი სუსტად გამოხატული პათოლოგიური კიფოზი ც2-ც5 დონეზე.ოსტეოხონდროზი ჩამკეტავი ფირფიტების ც1-ც7 მალთაშუა ნაპრალი ც3-ც4 ღებულობს ფორმას ორმაგად გამობურცულ ლინზის ფორმას-ვითარდება მალთაშუა თიაქარი შოერმანი-შმორლის. -.ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე-ასევე ბავშვს აქვს ენურეზი-ბევრჯერ ვუმკურნალე,მაგრამ უშედეგოდ!ენურეზი ყოველ ღამე აქვს. გთხოვთ დამაკვალიანოთ და მომცეთ რჩევები-ვის მივმართო და კიდევ რა პროცედურები ჩავუტარო დამატებით.ვახმარე ღამის მაღვიძარა (ალარმი), არ უშველა, ვერ იღვიძებს მაინც. მყავს გამოკვლეული, ჩატარებული მაქვს მკურნალობა, (ნოოტროპილი, მეცეტამი, პანტოგამი, კალიი ოროდატი, თევზის ქონი, აევიტი, რეიტროლი, ვაგოსტაბილი, მელიპრამინი, დრიპტანი, ლ-თიროქსინი, იოდომარინი, იოდბალანსი). ეს ყველა ერთად არა ამ წლების მანძილზე, ეტაპობრივად. ქონდა იოდის ნაკლებობა, შაქარზე გამოკვლეული მყავს, არა აქვს, ჩატარებული მაქვს ასევე დალეული სითხის და გამოყოფილი შარდის რაოდენობა-ნორმაშია, სისხლი-შარდი-ნორმაშია, შარდის ბუშტი-თირკმელები-ნორმაშია. მყავდა ენდოკრინოლოგთან, ნევროლოგთან, პედიატრთან, გაკეთებული მაქვს ექოსკოპია. უროლოგთანაც მყავდა 1 წლის წინ, მაგრამ ექოსკოპიის დასკვნის მერე თქვა, რომ გაუვლის თავისითო. არადა პირიქით, ღამეში თუ ისველებდა 1- ჯერ, ეხლა 2-3 ჯერ მაინც ანუ მოუმატა და თან ვერ იღვიძებს და სველში წევს. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ, ვის მივმართო და რა გამოკვლევები ჩავუტარო დამატებითად. ბავში ვითარდება ნორმალურად, ზრდაში არ ჩამორჩება, წონაში მოიმატა -80 კგ-და 1,72 სმ. არ ავადმყოფობს და ადვილად არ ცივდება.
↧